ჩემს შესახებ

გამარჯობათ! მე მარიამ იმნაიშვილი ვარ, ვცხოვრობ თბილისში. ვარ 14 წლის და ვსწავლობ  ქ.თბილისის 102-ე საჯარო სკოლაში. ვარ მე-9 კლასში მყავს მეგობრები რომელთაც ვენდობი და მეც ვცდილობ ვიყო ისეთი რომ ისინიც მენდობოდნენ. აქ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. სწავლის პერიოდში ყველა  დღე თითქოს ერთმანეთს გავს: სახლი-სკოლა, სკოლა-სახლი. ჩემი მშობლები მუშაობენ ტექნიკურ უნივერსიტეტში. არანაირ წრეზე არ დავდივარ ამიტომ უფრო მეტი დრო მაქვს ხოლმე ვიდრე მათ ვინც სხვა საქმითაც დაკავებულია. კითხვა მიყვარს, განსაკუთრებით სათავგადასავლო და დეტექტიური წიგნების, კომედიური ჟანრიც მიყვარს მაგრამ უპირატესობას მაინც დეტექტივებს ვანიჭებ. ამჟამად მარიო პიუზოს ნათლიას ვკითხულობ. ძალიან მიყვარს შერლოკ ჰოლმსის მოთხრობები. მიყვარს მუსიკის მოსმენაც საყვარელი მომღერალიც მყავს: PITBULL-ი, მაგრამ ვუსმენ ყველანაირ სიმღერას მთავარია მომეწონოს. ყველაზე მეტედ მომწონს Pitbull feat.Marc Anthony - Rain Over Me; Jennifer Lopez Feat. Pitbull - On The FloorNelly Furtado vs Pitbull - Manos al aire; Pitbull - I know u want me - Pat Farrell Remix მოდით აქ გავჩერდები.