ჩემი სოფელი

ჭა და წვიმა


მარად მწვანე წყავის ხის ქვეშ ჭა გვაქვს. ჭის თავი თიხისგან არის დამზადებული და ლამაზი ჩუქურთმებითაა მოხატული. ჩემი ჭა წვიმის დროსაც ძალიან ლამაზია. როდესაც წვიმს, ჭისთავი სველდება და თიხა უფრო მუქდება. ძალიან სასიამოვნო საცქერია.



სამი ცაცხვი და ეკლესია

სოფლის ცენტრში სამი უზარმაზარი და ბებერი ცაცხვია. ამბობენ, რომ ამ სამი ცაცხვის ქვეშ

ცაცხვებთან ახლოს წმ.გიორგის სახელობის ეკლესია დგას.



ჩემი ეზო

სოფელში დიდი ეზო გვაქვს. ბებიას ეზოში უამრავი ყვავილი აქვს დარგული და მათ დიდი გულის ყურით უვლის, ასევე უვლის მინდვრის ყვავილებსაც.

ეზოს ერთ კუთხეში ლიმონარიუმია გაშენებული.

ზაფხულში ლიმონი მწვანეა, ეს ეს არის ლიმონი სიყვითლეში გადადის.

ეზოში ასევე ვაზი გვაქვს. ბაბუას სხვადასხვა ჯიშის ვაზი აქვს გაშენებული. მე უფრო “ადესა” მიყვარს. განსაკუთრებით მისი მაჭარი.



ოდა

ოდა გურული სახლია, იგი ხისგანაა გაკეთებული, ამიტომ შიგნით ძალიან ლამაზია, ბუხარი ოთახის მთავარი ორნამენტია, იგი თეთრადაა შეფეთქილი. ხოლო ოთახის

კედლები მოწითალო მოყავისფროა. უფრო კარგად ეს ამ სურათზე ჩანს.ამ ოთახში მე ვისვენებ, ვერთობი და ვკითხულობ. ისე სულ მაინტერესებს ბუხარში ცეცხლი როგორ გიზგიზებს.

ბაბუა იცინის, ამ გაგანია სიცხეში ბუხარში ცეცხლს ხომ არ დავანთებო.

აი, ზამთარში რომ ჩამვალ, ბაბუას ბუხარში ცეცხლს აუცილებლად დავანთებინებ.



ოჩორჩხინა
ოჩორჩხინა ნამდვილი ოაზისია ზაფხულის ხვატში. სინამდვილეში კი ოჩორჩხინა ჩანჩქერია პატარა მდინარეზე. სწორედ ამ ჩანჩქერს ჩემმა სოფლელებმა წარსულში ოჩორჩხინა უწოდეს. ოჩორჩხინის წყალი ღრმა ხევში მოედინება. ხევის ფერდობები ასწლოვანი ფოთლოვანი ხეებითაა დაფარული. ბილიკი მიუყვება ოჩორჩხინის წყალს და მიიკლაკნება სიმაღლეში. ირგვლივ საოცარი სიგრილეა.
გზა ოჩორჩხინისაკენ. მარცხნივ ჩანს გაუქმებული კირის გამოსაწვავი ღუმელი.
ოჩორჩხინის წყალი აგვისტოში ძალიან იკლებს.

ისტორია
აი ახლა კი მოდით ჩემი სოფლის ისტორიას გაეცანით, ისტორია რომელსაც მე გიამბობთ ინტერნეტიდან არის გადმოწერილი და ბევრი რამ აქ ჩემთვის უცნობი იყო ...



ბახმარო

ფერისცვალობის დღესასწაულზე, მე ბახმაროში ვიყავი წასული, ბახმარო პირველად ვნახე და უდიდესი შთაბეჭდილებები დამრჩა. სამწუხაროა, რომ ფოტოაპარატი არ მქონდა თორემ თქვენც მოქცემდით იმ სიამოვნების მიღემის საშველებას რაც მე მივიღე.



„კუხნა“

„კუხნა“ ჰქვია იმ ადგილს სადაც ბებო, ძალიან დიდ დროს ატარებს. მე ახლავე აგიხსნით რას ნაშნავს ეგრედ წოდებული „კუხნა“. კუხნას გურიაში იმ ნაგებობას ედახიან სადაც ქალები ცეცხლს ანთებენ და ამ ცეცხლზე სხვადასხვა საჭმელს ამზადებენ. ჭერიდან ჯაჭვია დაშვებული და ამ ჯაჭვზე კადებენ ჩახანას. ჩახანაში ამზადებენ საჭმელს. გურიაში არ არსებობს სახლი სადაც „კუხნა“ არ იქნება.



აისი

აისი ყველგან ძალიან ლამაზია, ასეთივეა ჩემს სოფელშიც. მზე ნელნელა ამოდის და ღრუბლებიდან ჩუმად იჭყიტება!